WORLDEX - საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია

ჩვენ შესახებ

კომპანია ვოლდ ექსი დაფუძნდა 2007 წელს. კომპანია გთავაზობთ სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურებას ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით: საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო თუ სარკინიგზო ტრანსპორტით. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, გააჩნია ფილიალები და წარმომადგენლობა ფოთში, ბათუმში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ფოთის და ბათუმის პორტის გამოყენებით, ჩვენი ძირითადი და აქტუალური სატრანზიტო მიმართულებებია კავკასიის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) და შუა აზიის რეგიონი (ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი).

წლების განმავლობაში ვოლდ ექსს დაგროვილმა პრაქტიკამ, მრავალმა წარმატებულად შესრულებულმა პროექტმა და სათანადოდ კვალიფიციურმა გუნდმა შექმნა წარმატებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ყველა წამყვან საზღვაო თუ ავია ხაზთან, ამას გარდა კომპანია გახლავთ საერთაშორისო საექსპედიტორო ასოციაციების Universal Freight Oraganisation-ის (UFO)  და Specialist Freight Networks-ის (SFN) ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში რაც ნიშნავს სანდო, საიმედო და გამოცდილ პარტნიორებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, და პირიქით მათთვის ვოლდ ექსი წარმოადგენს ძლიერ და საიმედო დასაყრდენს რეგიონში.

შეიყვანეთ თქვენი ტვირთის კოდი და მიიღეთ ინფორმაცია მისი მდებარეობის შესახებ!

მოძებნეთ თქვენი ტვირთი

Close Menu