ჩვენ შესახებ

 WorldEx – ქართული სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიაა, რომელიც უკვე 18 წელია ოპერირებს ამ სფეროში და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ პროცესებში. ის უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის გადაზიდვებს (საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო, სარკინიგზო), საბაჟო გაფორმებას, საბაჟო საწყობის მომსახურებას, თხევადი და საპროექტო ტვირთების გადაზიდვას.

კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, ფილიალი კი – ფოთში. უახლოეს მომავალში, კომპანია საერთაშორისო წარმომადგენლობების გახსნას გეგმავს.

 World Ex წარმოადგენს საქართველოში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ასოციაციას Universal Freight Organization (UFO) და ასევე არის JCTrans, Globalink Network (GLNK) და Digital Freight Alliance (DF Alliance by DP World) წევრი. ეს საშუალებას გვაძლევს გვყავდეს სანდო და გამოცდილი პარტნიორები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

ჩვენ ვთავაზობთ სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების სრულ სპექტრს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით: საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტით.

  • სახმელეთო ტრანსპორტირება
  • საზღვაო ტრანსპორტირება
  • სარკინიგზო ტრანსპორტირება
  • საჰაერო ტრანსპორტირება
  • საბაჟო გაფორმება
  • პროექტული ტვირთების გადაზიდვა
  • საბაჟო საწყობების მომსახურება
  • თხევადი ტვირთების გადაზიდვა

თანამშრომლობით თქვენი ლოგისტიკური საჭიროებები შესრულდება ეფექტურად, უსაფრთხოდ და მაღალი პროფესიონალიზმით.