WORLDEX - საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია

World Ex – თქვენი სანდო პარტნიორი გლობალურ ლოჯისტიკაში!

 WorldEx – ქართული სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიაა, რომელიც უკვე 18 წელია ოპერირებს ამ სფეროში და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ პროცესებში. ის უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის გადაზიდვებს (საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო, სარკინიგზო), საბაჟო გაფორმებას, საბაჟო საწყობის მომსახურებას, თხევადი და საპროექტო ტვირთების გადაზიდვას.

კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს თბილისში, ფილიალი კი – ფოთში. უახლოეს მომავალში, კომპანია საერთაშორისო წარმომადგენლობების გახსნას გეგმავს.