თხევადი ტვირთების გადაზიდვა

ვოლდ ექსი გთავაზობთ თხევადი ტვირთის გადაზიდვას ტანკ (ცისტერნა) კონტეინერებით.

ჩვენი კომპანია გახლავთ ერთ-ერთი უმსხვილესი ტანკ-კონტეინერების ოპერატორი კომპანიის აგენტი საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს თქვენი მოთხოვნის შესაბამისად მოგაწოდოთ როგორც საკვების გადასაზიდი (20’Iso Tank Food Grade), ასევე ქიმიური ნივთიერებების გადასაზიდი (20’Iso Tank Chemical) ტანკ კონტეინერები.

საკვების გადასაზიდი კონტეინერები ძირითადად გამოიყენება ეთანოლის, ბრენდის სპირტის, ალკოჰოლური სასმელების გადასაზიდად.

ასევე გთავაზობთ ტანკ კონტეინერების ალტერნატივას, ტვირთის „ფლექსიტანკებით“ გადაზიდვას.

ეს არის თავისებური ბალიში რომელიც მონტაჟდება 20’ სტანდარტულ კონტეინერში სადაც შემდეგ ხდება სითხის ჩასხმა. როგორც წესი გამოიყენება ღვინის, წვენის, კონცენტრათის ზეთის გადასაზიდად. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ მაღალი ხარისხის ფლექსიტანკები ყველა საჭირო ნივთებთან ერთად რაც საჭიროა მათ კონტინერში დასამონტაჟებლად.

Close Menu