საზღვაო გადაზიდვები

საკონტეინერო გადაზიდვები (FCL)

ვოლდ ექსი გთავაზობთ საკონტეინერო გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ფოთამდე/ბათუმამდე და პირიქით. მრავალწლიანი ურთიერთობა საზღვაო ხაზებთან და აგენტებთან საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი მომსახურება:

  • კარიდან კარამდე მიტანის სერვისი.
  • კონტეინერების სახმელეთო გადაზიდვა ფოთიდან/ბათუმიდან საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის სხვადასხვა მიმართულებით.
  • ტვირთის ტრანსპორტირება შუა აზიის ქვეყნებში (ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი).
  • საბაჟო გაფორმება

ნაკრები ტვირთის გადაზიდვა (LCL)

ვოლდ ექსი გთავაზობთ ნაკრები ტვირთის საკონტეინერო გადაზიდვას შორეული აღმოსავლეთიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, აშშ-დან და სხვა მრავალი ქვეყნიდან საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართულებით. ტვირთის კონსოლიდირება ხდება სინგაპურის და ჰოგ კონგის პორტებში საიდანაც გვაქვს პირდაპირი ყოველკვირეული სერვისი ფოთის მიმართულებით. სინგაპურის და ჰოგ კონგის გარდა გთაცაზობთ პირდაპირ სერვისს შანხაიდან, ქინგდაოდან და დუბაიდან. ჩვენი კომპანია გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კონსოლიდატორის, სინგაპურული კომპანია CWT Globelink-ის აგენტი საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ საუკეთესო მომსახურება და პირობები ნაკრები ტვირთის გადაზიდვაზე.

ავტო იმპორტი:

ვოლდ ექსს გააჩნია ავტომობილების ტრანსპორტირების 12 წლიანი გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ ავტომობილების ტრანსპორტირებას კონტეინერებით აშშ-დან, ევროპიდან, დუბაიდან, კორეიდან, იაპონიიდან:

  • ავტომობილების დატვირთვა/დამაგრების ორგანიზება
  • დოკუმენტაციის გაფორმება
  • დაზღვევა
Close Menu